Loading data...
ტერნოპოლზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ტერნოპოლში ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობებზე რუსული ძალების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა. 

ზელენსკის თქმით, ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

„ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის სხვა რეგიონებში დარტყმების შესახებაც ისაუბრა. 

„სამი ადამიანი დაშავდა ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა ლვოვის რეგიონში, დაბომბეს კიევის, ნიკოლაევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის და დნეპროპეტროვსკის რეგიონები“, - აცხადებს ზელენსკი. 

ინფორმაციისთვის, რუსეთმა 18-19 ნოემბერს, ღამით, ლვოვსა და ტერნოპოლზე საჰაერო იერიშები განახორციელა.