რუსეთმა 18-19 ნოემბერს, ღამით, ლვოვსა და ტერნოპოლზე საჰაერო იერიშები განახორციელა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე, ლვოვსა და ტერნოპოლზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ლვოვზე იერიში რამდენიმე ჯგუფისგან შემდგარი დრონების ჯგუფებით განხორციელდა. მოგვიანებით ლვოვის ოლქს რუსულმა ძალებმა რაკეტებიც ესროლეს. ლვოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.
ლვოვში ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემები შეინიშნება, ასევე შეფერხებებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაშიც.
დაზიანებულია ენერგოობიექტი. ასევე დაინგრა ხის გადასამუშავებელი საწარმოო და საწყობები, ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა“, - დაწერა ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა მაქსიმ კოზიცკიმ.
დილით კი შეტევები ტერნოპოლზე განხორციელდა. შეტევის დროს რუსულმა ძალებმა „შაჰიდის“ ტიპის დრონები და რაკეტები გამოიყენა. რამდენიმე სახლი დაზიანდა, არიან დაშავებულები.
18-19 ნოემბერს შეტევის ობიექტი უკრაინის დასავლეთ რეგიონები გახდა.