Loading data...
„არის სიგნალები აშშ-დან“ - ზელენსკი დღეს თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავს

დღეს, 19 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მასთან განვიხილავთ საუკეთესო შესაძლო გზებს, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის მიერ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა. და ეს იქნება საკმაოდ შინაარსიანი განხილვა. თურქეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არსებობს გარკვეული პოზიციები და სიგნალები შეერთებული შტატებიდან. ხვალ ვნახოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ 18 ნოემბერს.