სტარმერის თქმით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის გეგმაზე მუშაობს
დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად მუშაობს კოლექტიურ გეგმაზე, რათა ხელახლა გაიხსნას ჰორმუზის სრუტე და აღდგეს ნაოსნობის თავისუფლება ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გავხსნათ ჰორმუზის სრუტე, რათა უზრუნველვყოთ (ნავთობის) ბაზარზე სტაბილურობა. ეს მარტივი ამოცანა არ არის“, - განუცხადა სტარმერმა ჟურნალისტებს.
„ამიტომ, ვთანამშრომლობთ ჩვენს ყველა მოკავშირესთან, მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან, რათა შევიმუშაოთ სიცოცხლისუნარიანი კოლექტიური გეგმა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად აღადგენს ნავიგაციის თავისუფლებას რეგიონში და შეამსუბუქებს ეკონომიკურ ზემოქმედებას“, - დასძინა მან.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ ნატოს „ძალიან ცუდი“ მომავალი ელის, თუ მისი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნაში არ დაეხმარებიან.