Loading data...
სომალი, ეგვიპტე, თურქეთი და ჯიბუტი ისრაელის მიერ სომალილენდის აღიარებას გმობენ

სომალის, ეგვიპტის, თურქეთისა და ჯიბუტის საგარეო საქმეთა მინისტრები გმობენ ისრაელის მიერ სომალის სეპარატისტული რეგიონის, სომალილენდის, აღიარებას, აცხადებს ოფიციალური კაირო.

„მინისტრებმა დაადასტურეს ისრაელის მიერ სომალილენდის რეგიონის აღიარების სრული უარყოფა და დაგმობა და ხაზი გაუსვეს სომალის ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას“, - ნათქვამია ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის სომალელ, თურქ და ჯიბუტ კოლეგებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა. 

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 26 დეკემბერს სომალილენდი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარა.