1766754244
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6966 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1747 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1777 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0628 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 27 დეკემბერს შევა ძალაში.