Loading data...
სიკორსკი რუსული დრონების პოლონეთში შეჭრაზე ორბანის განცხადებას გამოეხმაურა: ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი და დაგმოთ რუსული აგრესია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ უპასუხა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელმაც ოფიციალურად დაგმო რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა და შემდეგ შეაქო საკუთარი პოლიტიკა რუსეთის აგრესიის მიმართ.

ორბანმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ოფიციალურად გამოხატა სოლიდარობა პოლონეთის მიმართ რუსეთის დრონების შეჭრის გამო და შემდეგ განაცხადა, რომ ინციდენტმა დაამტკიცა უნგრეთის პოლიტიკის „სისწორე“ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

ორბანის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გამოეხმაურა. 

„არა, ვიქტორ. ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი და დაგმოთ რუსული აგრესია. გთხოვთ, განბლოკოთ ევროკავშირის თავდაცვისთვის განკუთვნილი სახსრების გაცემა, დაამტკიცოთ უფრო მკაცრი სანქციები აგრესორის მიმართ და მოხსნათ ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე“, - დაწერა მან.