1757509484
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6921 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1502 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1651 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0652 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 სექტემბერს შევა ძალაში.