ვიქტორ ორბანი: პოლონეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ უნგრეთი პოლონეთს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრის ფონზე სოლიდარობას უცხადებს.
„უნგრეთი ახლახან მომხდარი დრონების ინციდენტის კვალობაზე პოლონეთს გვერდში უდგას. პოლონეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია. ინციდენტი ამტკიცებს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების შესახებ საფუძვლიანი და რაციონალურია. ომის ჩრდილში ცხოვრება რისკებითა და საფრთხეებითაა აღსავსე. დროა, ეს დავასრულოთ!“ - წერს ორბანი.
Hungary stands in full solidarity with Poland following the recent drone incident. The violation of Poland’s territorial integrity is unacceptable.
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) September 10, 2025
The incident proves that our policy of calling for peace in the Russia-Ukraine war is reasonable and rational. Living in the shadow…
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 10 სექტემბერს ღამით რუსული დრონები პირველად ჩამოაგდეს ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.