რუმინეთმა უკრაინასთან საზღვარზე რუსული დრონების იერიშის გამო F-16 გამანადგურებლები ააფრინა
22 ნოემბრის ღამეს რუმინეთში, სახელმწიფო საზღვრის მახლობლად, ოდესის ოლქის სამხრეთით რუსეთის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ გამანადგურებლები აფრინდნენ, ხოლო დუნაის გასწვრივ მდებარე სოფლებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.
დილით რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 21-22 ნოემბრის ღამეს ორი F-16 გამანადგურებელი აფრინდა უკრაინის საზღვრის მახლობლად საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის, რუსეთის მორიგ საჰაერო იერიშთან დაკავშირებით.
კერძოდ, ადგილობრივი დროით 01:33 საათზე ტულჩის ჟუდეცის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც უკრაინის იზმაილის რაიონში რუსული მოიერიშე დრონები დააფიქსირეს.
თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევები არ დაფიქსირებულა. გამანადგურებლები ბორჩეაში მდებარე ბაზაზე დილის 03:42 საათზე დაბრუნდნენ.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს მოკავშირეებთან, ვცვლით ოპერატიულ ინფორმაციას რეალურ დროში და გადამწყვეტად ვმოქმედებთ რუმინეთისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე „ორლოვკას“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა და მისი ფუნქციონირება შედეგების აღმოფხვრამდე შეჩერებულია.