Loading data...
ტრამპი: უკრაინამ უნდა იჩქაროს სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ეს ზამთარი ცივი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა ახლოვდება, იუწყება Clash Report-ი.

„თუ ზელენსკის ეს შეთანხმება არ მოსწონს, მაშინ, მოგეხსენებათ, მათ უბრალოდ უნდა განაგრძონ ბრძოლა. ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ თუ ის მას არ მიიღებს, აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს“, - განაცხადა მან თავის „სამშვიდობო გეგმაზე“ კომენტარის გაკეთებისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ „უკრაინამ უნდა იჩქაროს სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ეს ზამთარი ცივი იქნება, ბევრ მსხვილ ელექტროსადგურზე კი თავდასხმა განხორციელდა“.

„თქვენ ამბობთ, რომ ზელენსკის ჩვენი წინადადებები არ მოსწონს? მას მოუწევს, დაეთანხმოს... გარკვეულ მომენტში მას რაღაცასთან შეგუება მოუწევს... გახსოვდეთ, სულ ახლახან ოვალურ კაბინეტში ვთქვი: „თქვენ არ გაქვთ კოზირი“. არ დაგავიწყდეთ, ეს ომი მე მემკვიდრეობით მივიღე“, - დასძინა ამერიკელმა ლიდერმა.