1755879533
უცხოეთი
„როგორც ზეთი და ძმარი“: დონალდ ტრამპს პუტინი-ზელენსკის სამიტის გამართვაზე პასუხი არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ალასკაში შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის დაიგეგმება პუტინი-ზელენსკის სამიტი, პასუხს არ სცემს და ამბობს, რომ „ისინი ზეთი და ძმარივით არიან“. ამის შესახებ CNN იუწყება.
„პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობიან, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ვნახოთ“, - ამბობს ტრამპი და დასძენს, რომ ჯერ არ იცის, მოუწევს თუ არა შესაძლო სამიტზე დასწრება.
საპირისპიროს ამტკიცებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მისი თქმით, პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის გეგმაც კი არ არსებობს.