ლავროვის განცხადებით, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მხარეები დღის წესრიგზე შეთანხმდებიან

„უკრაინა და რუსეთი სამიტის ჩატარებასთან ახლოსაც არ არიან. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კრემლის ლიდერს შორის შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მხარეები დღის წესრიგზე შეთანხმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრისთვის მზად იქნება მაშინ, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება.
„პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა დაგეგმილი არ არის, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი მზად იქნება მაშინ, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება“, - განაცხადა ლავროვმა.
აღნიშნულ განცხადებამდე კი, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 21 აგვისტოს თქვა, რომ პუტინი მზადაა ზელენსკისთან შესახვედრად, თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი.
მისივე თქმით, კრემლის ხელმძღვანელი მზად იქნება ზელენსკისთან შესახვედრად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება შემუშავებული.