1715799259
უცხოეთი
„რობერტ ფიცოზე თავდასხმა პოლიტიკურად იყო მოტივირებული, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია“ - სლოვაკეთის შს მინისტრი
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატუშ შუტაი ეშტოკის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
მისი თქმით, რობერტ ფიცოს ხუთჯერ ესროლეს და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება.
„დამნაშავემ ხუთჯერ გაისროლა. პრემიერ-მინისტრი ისევ კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმე გამოვიძიოთ“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
მისი ინფორმაციით, ოპერაცია სამ საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
„მისი მდგომარეობა მართლაც ძალიან მძიმეა. იმედი გვაქვს, საკმარისად ძლიერი აღმოჩნდება, რომ გაუძლოს“, - აღნიშნავს ის.
შეგახსენებთ, რობერტ ფიცოზე თავდასხმა დღეს, ქალაქ გონდლოვში, კულტურის სახლის მახლობლად მოხდა, სადაც მთავრობის სხდომა იმართებოდა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.