1789131875
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6095 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6101 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0247 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0342 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0537 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 12 სექტემბერს შევა ძალაში.