Loading data...
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მოხდა - მას რამდენჯერმე ესროლეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე რობერტ ფიცოზე თავდასხმა მოხდა. მას რამდენჯერმე ესროლეს. ამის შესახებ fontanka.ru იუწყება. 

პოლიტიკოსი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდასხმა ქალაქ გონდლოვში კულტურის სახლის მახლობლად მოხდა, სადაც მთავრობის სხდომა იმართებოდა. ჟურნალისტები იუწყებიან, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, შემდეგ კი დაჭრილი პრემიერი დაცვამ მანქანით წაიყვანა.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.