ფინეთის თავდაცვის ძალებმა ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულ სავაჭრო გემზე დრონით იერიში დააფიქსირეს
ფინეთის თავდაცვის ძალებმა ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში, საერთაშორისო წყლებში, კუნძულ სურ-სარის დასავლეთით რუსულ სავაჭრო გემზე დრონით იერიში დააფიქსირეს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
სავაჭრო გემი დაზიანდა. ფინეთმა ინციდენტის შესახებ თავის მოკავშირეებს აცნობა.
„ფინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში დროებითი საავიაციო და საზღვაო შეზღუდვები კვლავ დააწესეს. ეს პრევენციული ღონისძიებაა გამვლელების უსაფრთხოებისა და ხელისუფლების მიერ დრონის პოტენციურ თავდასხმაზე რეაგირების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად“, - იტყობინება სამინისტრო.
ცნობისთვის, მანამდე, 11 ნოემბერს, ფინეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის უსტ-ლუგას პორტზე უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა შეზღუდეს.