1794383290
უცხოეთი
ფინეთმა უსტ-ლუგას პორტზე უკრაინული დრონებით იერიშის გამო ფინეთის ყურეში საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა შეზღუდა
ფინეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის უსტ-ლუგას პორტზე უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა შეზღუდეს. ამის შესახებ Helsingin Sanomat იუწყება.
ფინეთის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს, რომ ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში ფრენებსა და ნავიგაციაზე შეზღუდვებს დააწესებენ. აღნიშნული ზომები 11 ნოემბრის ღამეს ამოქმედდა.
შეიარაღებული ძალების განცხადებით, ეს პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ხელისუფლების მიერ პოტენციური დრონების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობის უზრუნველყოფას.