Loading data...
მელანია ტრამპი: ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, თუ უკრაინაც და რუსეთიც მზად იქნებიან, შესაძლოა, შობამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიდევ ერთ შეთანხმებას მივაღწიოთ

აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ შესაძლოა, შობამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწიონ. ამის შესახებ მელანია ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რას ისურვებდა ყველაზე მეტად საშობაოდ.

„რა თქმა უნდა, მშვიდობას მთელ მსოფლიოში. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მეტი შეთანხმების მიღწევა. ამის გაკეთება ძალიან სწრაფად შეგვიძლია. თუ უკრაინაც და რუსეთიც მზად იქნებიან, უკვე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, ამიტომ შესაძლოა, შობამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიდევ ერთ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.

აშშ-ის პირველ ლედის არ დაუკონკრეტებია, ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, ან რა პირობებით შეიძლება შეთანხმების მიღწევა.