Loading data...
პესკოვის განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის და სად გაიმართება უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის და სად გაიმართება სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის.

„ჯერჯერობით არაფერია ნათელი დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. როგორც კი გაირკვევა, შეგატყობინებთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „ამ დღეებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ აბუ-დაბიში შეხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბროს, აშკარა მიზეზების გამო“.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან და რუსეთთან მარტის დასაწყისში დაგეგმილი შეხვედრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო არ გადადებულა და გამოთქვა სურვილი, რომ ის ევროპაში ჩატარდეს.