Loading data...
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.

დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ის ცალკე მაინც აღინიშნება.

პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა.