Loading data...
ზელენსკის თქმით, აშშ-სთან და რუსეთთან დაგეგმილი შეხვედრა არ გადადებულა და გამოთქვა სურვილი, მოლაპარაკებები ევროპაში გაიმართოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან და რუსეთთან მარტის დასაწყისში დაგეგმილი შეხვედრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო არ გადადებულა და გამოთქვა სურვილი, რომ ის ევროპაში ჩატარდეს. ამის შესახებ მან Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„არავინ გადადებს მომდევნო სამმხრივ შეხვედრას ამერიკელებთან ირანზე თავდასხმის შემდეგაც კი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის შეიძლება 5, ან 6 მარტს გაიმართოს, როგორც დაგეგმილი იყო“, - განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, შეხვედრა შესაძლოა, აბუ-დაბიში არ ჩატარდეს, როგორც ეს ადრე იყო განხილული.

„მე ჟენევას, ან სულ მცირე ევროპას ვამჯობინებდი, რადგან ომი ჩვენს კონტინენტზე მიმდინარეობს. თუ რუსეთს ნეიტრალური ადგილმდებარეობა სურს, ავსტრია, ვატიკანი, ან თურქეთი იქნება შესაფერისი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პატიმრების გაცვლა გაგრძელდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.