პაკისტანის შს მინისტრი: პაკისტანმა და ირანმა კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა თეირანში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ პაკისტანმა და ირანმა „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს მოლაპარაკებებში, რომლებიც ფოკუსირებული იყო ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზაზე. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა და კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იყო, ნათქვამია პაკისტანის სამხედრო ძალების განცხადებაში, რომელიც პაკისტანის არმიის მეთაურს ასიმ მუნირსა და ირანის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრას ეხება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მშვიდობისა და დავის მოლაპარაკების გზით მოგვარების შესახებ.
„ირანის პრეზიდენტმა გულახდილად გააზიარა თავისი მთავრობის პერსპექტივა და ჩვენ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა შესაბამის საკითხებზე“, - განაცხადა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოჰსინ ნაკვიმ, რომელიც მუნირს თეირანში ახლდა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანის არმიის მეთაური ასიმ მუნირი თეირანში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.