1787663158
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6153 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6121 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0500 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0465 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულება 0.0544 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 აგვისტოს შევა ძალაში.