1787921756
უცხოეთი
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 547-მდე გაიზარდა
ნეპალის პოლიციის განახლებული ცნობით, ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 547-მდე გაიზარდა, - წერს BBC.
მათივე ცნობით, 1 473 ადამიანი დაშავდა.
წინასწარი შეფასებებით, ნეპალის და ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის დროს წყლის, ყინულის, ქვების და ქვიშის საერთო მასა დაახლოებით 20 მლნ ტონას შეადგენდა.
ცნობისთვის, სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია. ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.