Loading data...
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა

ნეპალის პოლიციის ცნობით, ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 469-მდე გაიზარდა. წერს BBC.

როგორც მედია წერს, 1 300 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ტიბეტში, ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, დადასტურდა სამი ადამიანის დაღუპვა, ხოლო 555 ტურისტის ევაკუაცია დილით განხორციელდა.

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ მაშველები გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ. არსებობს შიში, რომ განადგურებულ ტერიტორიაზე მეორე წყალდიდობაც მოხდეს.

წინასწარი შეფასებებით, ნეპალის და ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის დროს წყლის, ყინულის, ქვების და ქვიშის საერთო მასა დაახლოებით 20 მლნ ტონას შეადგენდა.

ცნობისთვის, სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია. ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.