წყლის, ყინულის, ქვების და ქვიშის მასა ნეპალში მომხდარი წყალდიდობის დროს 20 მლნ ტონას აღწევდა - ექსპერტები
ნეპალის და ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის დროს წყლის, ყინულის, ქვების და ქვიშის საერთო მასა დაახლოებით 20 მლნ ტონას შეადგენდა. ამის შესახებ ექსპერტების წინასწარი შეფასებები მიუთითებს.
ღვარცოფის დამანგრეველი ნაკადი 5200 მეტრის სიმაღლეზე ყინულის ჩამოშლამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე წამში 1200 მეტრით დაბლა მდებარე მდელოზე ჩავიდა. ყინულის ნაკადს გლაციოლოგიურ ნაკადს ან მყინვარის ნაკადს უწოდებენ. თავდაპირველად მთიდან მოწყვეტილი ყინულის მოცულობა დაახლოებით 200 000 კუბურ მეტრს შეადგენდა.
მდინარის ხეობით დაბლა მოძრაობასთან ერთად ყინული დნება, წყლად იქცევა და პარალელურად მას ქვები, მიწა და ქვიშა ემატება. საბოლოოდ, ღვარცოფული ნაკადის მასამ დაახლოებით 20 მლნ ტომა შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, წყალდიდობას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 1000-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს და დაკარგულებს შორის ბევრი უცხოელია. მაშველები ამბობენ, რომ დაკარგულების გადარჩენის ალბათობა 1%-ს შეადგენს.