ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია
ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას CNN-ი ნეპალისა და ჩინეთის მიერ გავრცელებულ ოფიციალური მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნეპალის კატასტროფების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 734-მდე გაიზარდა. ნეპალში დაკარგულად სულ მცირე 2 498 ადამიანი მიიჩნევა, მათ შორის 589 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ტიბეტის რეგიონში სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 546 დაკარგულად მიიჩნევა. მათ შორის სულ მცირე 261 უცხოელია, მათგან 18 აშშ-ის მოქალაქეა.
წინასწარი შეფასებებით, ნეპალის და ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის დროს წყლის, ყინულის, ქვების და ქვიშის საერთო მასა დაახლოებით 20 მლნ ტონას შეადგენდა.
ცნობისთვის, სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია. ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.