მაკრონი: აშშ-ის წვლილი „მსურველთა კოალიციაში“ მომდევნო კვირებში განისაზღვრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის წვლილი „მსურველთა კოალიციაში“ მომდევნო კვირებში განისაზღვრება პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებით. ამის შესახებ მან პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მომდევნო კვირების განმავლობაში ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ, თუ რა იქნება ამერიკის წვლილი ამ კოალიციაში“, - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ამერიკელები უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის პროცესის ყველა ეტაპზე იყვნენ ჩართულნი.
მისი თქმით, კოალიციის წევრების 4 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ყველაფერი გაირკვა: ევროპის ქვეყნებისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების, ასევე კანადის წვლილი.
„ომის შესაჩერებლად ჩვენ განვსაზღვრეთ პირველი ვალდებულებები, მეორადი ვალდებულებები. ეს ყველაფერი დღეს პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმდა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მაკრონმა ასევე გამოაცხადა „მსურველთა კოალიციის“ 35 ლიდერის მზადყოფნა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ. მისი თქმით, 26 ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, გაგზავნოს ჯარები უკრაინაში, ან უზრუნველყოს გარკვეული რესურსები ასეთი მისიის მხარდასაჭერად.