კანადის პრემიერი აცხადებს, რომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ტრამპთან „რთულ, მაგრამ კონსტრუქციულ“ მოლაპარაკებებს ელის

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „რთულ, მაგრამ კონსტრუქციულ“ მოლაპარაკებებს ელის. ამის შესახებ Sky News წერს.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ აპირებს, თავიდან აიცილოს დაძაბულობა ამერიკელ ლიდერთან ურთიერთობაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, კარნიმ უპასუხა: „მე იქ რთული, მაგრამ კონსტრუქციული დისკუსიების მოლოდინით მივდივარ“.
პრესის კითხვის საპასუხოდ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია, კარგად იყოთ მომზადებული, ნათლად გესმოდეთ პარტნიორის მიზნები და ყოველთვის იმოქმედოთ თქვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
„ეს არის პრეზიდენტთან ჩემი საუბრის სულისკვეთება - თქვენ ამ შეხვედრებზე კარგად მომზადებული მიდიხართ, გესმით თქვენი კოლეგის მიზნები და ყოველთვის მოქმედებთ კანადის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ წინ წავალთ“, - დასძინა კარნიმ.
Bloomberg-ის ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად 6 მაისს ჩავა.