1746258163
უცხოეთი
Reuters: უკრაინელი სამხედროები ლონდონში გამარჯვების აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას

უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდ ბრიტანეთში გამარჯვების დღის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას - იტყობინება „როიტერი“.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდებიან, დაახლოებით, 1 000 ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც ლონდონის ცენტრში მარშს გამართავენ.
„ეს სიმბოლურად გამოხატავს უკრაინისადმი გლობალურ მხარდაჭერას“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში პირველი სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, სრულიად მიზანშეწონილია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც, ამჟამად, თავისუფლებისთვის ფრონტის ხაზზე იბრძვიან, ღონისძიებაზე იყვნენ წარმოდგენილი“, - განაცხადა თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ.