Loading data...
Bloomberg: კანადის პრემიერ-მინისტრი ტრამპს თეთრ სახლში 6 მაისს შეხვდება

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, 6 მაისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ, Bloomberg-ს ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს.

გამოცემის ცნობით, კარნისა და ტრამპის შეხვედრის დეტალები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ამიტომ ის ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.

ეს ორ ლიდერს შორის პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც კანადის პრემიერ-მინისტრის ლიბერალურმა პარტიამ 28 აპრილს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოიგო, ნაწილობრივ ტრამპის საწინააღმდეგო რიტორიკის წყალობით.

კარნის ვიზიტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მიანიშნა კაბინეტის სხდომაზე, როდესაც თქვა, რომ კანადის პრემიერს ვაშინგტონში „მომდევნო კვირაში, ან უფრო ადრე“ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის „51-ე შტატი“ უნდა გახდეს, რამაც კანადელების აღშფოთება გამოიწვია.