Loading data...
ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - გერმანიაში, ღაზაში ომის საწინააღმდეგო აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა

ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

თელ-ავივში მძევლების მოედანზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა ღაზაში ომის დასრულება და მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების განახლება მოითხოვა.

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ღაზაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციები იმართება, ასევე, ევროპის ქვეყნებშიც. 

მედიის ცნობით, აქციას 11 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.

ასევე, ლიონში ჰოლოკოსტის მემორიალი დააზიანეს. ბასრი საგნით ძეგლზე წარწერა „თავისუფალი ღაზას“ ამოტვიფრეს. 

ცნობისთვის, ისრაელი ღაზას სექტორის აღებამდე ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით ჩამოგდების შეწყვეტას და ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების შესვლის შემცირებას გეგმავს.