1756708094
უცხოეთი
ავღანეთში მიწისძვრას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1500 დაშავდა. ამის შესახებ sky news იუწყება.
მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,0 შეადგინა. რამდენიმე ავღანური სოფელი მთლიანად განადგურდა. მიწისძვრა ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ყუნარის პროვინციაში მოხდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ჯალალაბადშიც იგრძნობოდა, რომელიც ეპიცენტრიდან 17 მილში, ნანგარჰარის პროვინციაში მდებარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგანაც ზოგიერთ დასახლებულ პუნქტთან კავშირი გართულებულია.