1776458930
უცხოეთი
ირანის ხელისუფლება ტრამპს პასუხობს: გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც „ირანი ყველაფერზე დათანხმდა, მათ შორის გამდიდრებული ურანის ირანიდან გატანაზე.“
„ირანის გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება“, - განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას.