1776432267
უცხოეთი
ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნა
ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით ყველა კომერციული გემის მოძრაობა აღდგა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში ჰორმუზის სრუტე გახსნილი იქნება“, - განაცხადეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ ეს სტრატეგიული მარშრუტი, რომლის გავლით მსოფლიო ნავთობის და გაზის დაახლოებით 20%-ის ტრანსპორტირება ხდებოდა, დახურული იყო.