Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ყველაფერზე დათანხმდა, მათ შორის გამდიდრებული ურანის ირანიდან გატანაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანი „ყველაფერზე დათანხმდა“, მათ შორის გამდიდრებული ურანის ირანიდან გატანაზე.

ტრამპის თქმით, მასალის გატანა არ მოიცავს ამერიკელი სახმელეთო ჯარების გამოყენებას, შეერთებული შტატები კი გამდიდრებულ ურანს „ირანელებთან ერთად მიიღებს“.

„არა. ჯარები არა! ჩავალთ, მათთან ერთად მივიღებთ მას და შემდეგ წავიღებთ. გვექნება შეთანხმება და ბრძოლის საჭიროება არ იქნება, როდესაც შეთანხმება იქნება“, - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ამის შემდეგ ურანს შეერთებულ შტატებში შეიტანენ.

„ჩვენი ხალხი, ირანელებთან ერთად იმუშავებს, შემდეგ კი კი მას შეერთებულ შტატებში წავიღებთ“, - დასძინა ტრამპმა.