Loading data...
ირანელი ოფიციალური პირის განცხადებით, კატარის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის თეირანს ეწვია

ირანელი ოფიციალური პირის განცხადებით, 20 ნოემბერს კატარის დელეგაციამ თეირანში მოლაპარაკებები გამართა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა იმ ომის დასასრულებლად, რომელიც თებერვალში ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებით დაიწყო.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა, რომ თეირანი კვლავინდებურად ინარჩუნებს კავშირს შუამავლებთან, მათ შორის კატართან, რომელიც რეგიონულ დავებში დიალოგის ხელშესაწყობად დიდი ხანია, იყენებს თავის კავშირებს როგორც ირანთან, ისე შეერთებულ შტატებთან.

„ჩვენ კონტაქტზე ვართ შუამავლებთან, მათ შორის კატარელებთან, როგორც პირისპირ, ისე დისტანციურად და ვაწარმოებთ საჭირო განხილვებს იმის დასადგენად, შესაძლებელია, თუ არა, დიპლომატიას კიდევ ერთი შანსი მიეცეს“, - აღნიშნა ღარიბაბადიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი კვლავ იმედოვნებს, რომ დიპლომატიის გზით შესაძლებელი იქნება შეერთებულ შტატებთან ომის დასრულება. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს სურს შეთანხმება, თუმცა ისეთი, რომელიც მისთვის მიუღებელია.

ცნობისთვის, 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე მიიტანეს იერიში, რამაც თეირანი აიძულა, საპასუხო დარტყმები განეხორციელებინა ისრაელისა და სპარსეთის ყურის იმ ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული. კონფლიქტში რეგიონის სხვა ქვეყნებიც ჩაერთნენ, რამაც შეაფერხა საზღვაო გადაზიდვები და გამოიწვია ენერგორესურსებზე ფასების ზრდა მსოფლიო მასშტაბით.