1787494457
უცხოეთი
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათი უმეტესობა მსუბუქად. ინფორმაციას apnews ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე წინასწარი მონაცემებით 5.9 მაგნიტუდა შეადგინა.
პრეფექტურის ოფიციალური პირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, რეგიონის ხუთ პრეფექტურაში, სულ მცირე, 37 ადამიანი დაშავდა - 15 ტოკიოში, ცხრა საიტამაში, რვა კანაგავაში, ოთხი ჩიბაში და ერთი იბარაკში.