„სპარსეთის ყურიდან ნავთობის არც ერთი წვეთი არ გავა“ - ირანი ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვით იმუქრება
ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ეკონომიკურ ომს გაანეიტრალებს“ და დაიმუქრა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირებას სრულად შეაჩერებს.
„ამერიკა კუთხეშია მიმწყვდეული. ან ისინი შეასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს, ან მოუწევთ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს“, - აღნიშნა მოჰსენ რეზაიმ სატელევიზიო გამოსვლისას.
როგორც ცნობილია, ირანი ერაყის რამდენიმე ნავთობტანკერს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლებას აძლევს, ეს არის ბოლო მაგალითი იმისა, რომ თეირანი სტრატეგიულად მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე გემებს შერჩევითად ატარებს.
თუმცა, ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ირანი სრუტეში ყველა სახის მოძრაობას შეაჩერებს, თუ რომელიმე მეზობელი ქვეყანა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებულ „ეკონომიკურ ომს“ შეუერთდება.
„თუ ისინი ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, ჩვენ სპარსეთის ყურეში ნავთობის არც ერთ წვეთს არ გავატარებთ. ნავთობი არც ჰორმუზის სრუტით და არც სპარსეთის ყურით არ გავა“, - დასძინა ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.