1787472955
უცხოეთი
იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რაიონში, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, თუმცა ცუნამის საშიშროება არ არსებობს. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა სამხრეთ იბარაკის პრეფექტურაში, 70 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„მთავრობამ შექმნა სამუშაო ჯგუფი შესაძლო ზარალის მასშტაბის შესაფასებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ.