1768807338
უცხოეთი
ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა
ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.
BBC-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა, მათგან 75 საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც მედია წერს, 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მალაგიდან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომლის ბორტზეც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.
მედიის ინფორმაციით, შეჯახება მატარებლის მალაგიდან გასვლიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოხდა. შემთხვევის შემდეგ, მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა.