Loading data...
ესპანეთში ერთმანეთს ჩქაროსნული მატარებლები შეეჯახა, დაღუპულია 21 პირი

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მალაგიდან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომლის ბორტზეც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.

ანდალუსიის სასწრაფო დახმარების სამსახურების ცნობით, სულ მცირე, 25 ადამიანი მძიმედ დაშავდა, დანარჩენებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მედიის ცნობით, შეჯახება მატარებლის მალაგადან გასვლიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოხდა. შედეგად, მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა.