11 მაისი 6:18
უცხოეთი
„ეს საკმარისი არ არის“ - მაკრონი პუტინის წინადადებაზე უკრაინასთან სტამბოლში მოლაპარაკებების შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პუტინის წინადადებას მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ - „პირველი ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი“ უწოდა.

„უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები. პუტინი გამოსავალს ეძებს, მაგრამ მაინც დროის მოგება სურს“ - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა კიევიდან საფრანგეთში დაბრუნებისას.

შეგახსენებთ, პუტინი უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.