1792673535
უცხოეთი
„ეს არასწორი ინფორმაციაა“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრამპმა ამ თვის დასაწყისში ირანზე ისრაელის დარტყმა შეაჩერა
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს „ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობას, რომ ის ამ თვის დასაწყისში ირანზე თავდასხმას გეგმავდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რადგან საბრძოლო მოქმედებების განახლება შუალედურ არჩევნებამდე არ სურდა.
„ეს არასწორი ინფორმაციაა“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ Channel 7-ს.
ნეთანიაჰუ დასძენს, რომ არ ის არ ისაუბრებს იმაზე, თუ რა ითქვა სინამდვილეში ტრამპთან ირანთან დაკავშირებით ბოლო დროს გამართული საუბრების დროს.
როგორც მედია წერს, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ბოლო თვეების განმავლობაში დიდწილად ჩიხში შევიდა. მათი მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამის მომავალთან დაკავშირებული დავაა.