1792674224
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5976 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9137 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9163 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0523 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 23 ოქტომბერს შევა ძალაში.