1770297463
უცხოეთი
ერდოღანი: თურქეთი ყველაფერს აკეთებს აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ აშშ-ირანს შორის დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში ახალ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
ეგვიპტიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებთან საუბრის დროს ერდოღანმა შეაქო მხარეების დიპლომატიური ძალისხმევა და თქვა, რომ ლიდერების დონეზე მოლაპარაკებები სასარგებლო იქნებოდა დაბალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ.
ამასთან, ერდოღანის თქმით, თურქეთი ყველაფერს აკეთებს ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
ცნობისთვის, ირანისა და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართება.