1770296991
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6876 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1689 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1749 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0617 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 6 თებერვალს შევა ძალაში.