1779051071
უცხოეთი
დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანზე შეტევის ახალი გეგმა განიხილეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა.
ინფორმაციას Times Of Israel ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს ირანთან ომის განახლების შესაძლებლობა და ჩინეთში ტრამპის ვიზიტი.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ და ისრაელი ირანთან ომის განახლებისთვის ემზადებიან.