Loading data...
წამმზომი ირანის წინააღმდეგაა ჩართული - დონალდ ტრამპი 19 მაისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი 19 მაისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას Axios ავრცელებს. მედიის ცნობით, ირანის წინააღმდეგ წამმზომი ამოქმედდა.

შეხვედრაზე ტრამპი გუნდის წევრებთან ირანში სამხედრო ოპერაციის განახლების შესაძლო ვარიანტების განხილვას აპირებს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, პრეზიდენტს ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს, თუმცა ირანის მხრიდან მისი მოთხოვნების უარყოფამ, სამხედრო ვარიანტი კვლავ მაგიდაზე დააბრუნა.

ირანი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, აშშ კონკრეტულ დათმობაზე არ წასულა.

„ვაშინგტონი დიპლომატიის მეშვეობით ცდილობს, მიაღწიოს იმ დათმობებს, რომლებიც ომის გზით ვერ მოიპოვა და ამის სანაცვლოდ, ირანს არაფერს სთავაზობს“, - აღნიშნავენ ირანულ მედიაში.